GEO ENG RUS   Home Contacts Sitemap
პოლიტიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
სამართალი
ინტერვიუ
სტატია/ანალიტიკა
კავკასია
კონფლიქტები
მსოფლიოში
მედია
რელიგია
გოჩა ძასოხოვი
სპეცპროექტი
სპორტი
აქტიური
საქართველოში საარსებო მიმიმუმი 154.1 ლარს შეადგენს
სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
საფრანგეთის მთავრობამ საკუთარი ხელფასი 30 პროცენტით შეამცირა
გაერომ ორი ქართული პროექტი პრემიებით დააჯილდოვა
არასამთავრობოებმა კოალიცია “თავისუფალი ბიზნესისთვის” დააფუძნეს
POLL
შეძლებს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას შეუშალოს ხელი?
მიჭირს პასუხის გაცემა
გაუჭირდება
შეძლებს
 

POLL
ხელისუფლებასა და ოპოზიციურ რვიანს შორის საარჩევნო გარემოს და კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდება თუ არა?
არ ვიცი
არა
დიახ
 

ვალუტის კურსები
20-05-2012
1.6219   0.0000
2.0582   0.0000
2.5621   0.0000
5.1666   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
ამინდის პროგნოზი
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
პოპულარული ვიდეო
ბიძინა ივანიშვილი: ხალხში გასვლა
ბიძინა ივანიშვილი: ხალხში გასვლა
პრეს-რელიზები
კატეგორიები: მედია
22 თებერვლის ქართული პრესა:"ჩვენ უკვე ერთი გუნდი ვართ!" - ვინ გაწევრდა ივანიშვილის კოალიციაში

"ჩვენ უკვე ერთი გუნდი ვართ!" - ვინ გაწევრდა ივანიშვილის კოალიციაში

"იმ პოლიტიკური ძალის წარდგენა, რომელიც სავარაუდოდ, ოქტომბრის საჭიდაო ხალიჩაზე "ნაციონალების" მთავარი მეტოქე იქნება, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. პრეზენტაციამ მასმედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. თუმცა ერთ-ერთი "ნაციონალური" ტელეკომპანია, ძირითადად, იმით დაინტერესდა - გამოიწერა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მარტორქა ეგზოტიკური ქვეყნიდან. როგორც ჩანს, "პოლიტიკური ზოოპარკის" სერიალი გრძელდება და ამჯერად პინგვინებიდან და ბეღურებიდან მარტორქაზე გადაინაცვლა... პოლიტიკური კოალიცია მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. კოალიციაში 4 პოლიტიკური ძალა გაერთიანდა: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; "თავისუფალი დემოკრატები"; "ეროვნული ფორუმი" და რესპუბლიკური პარტია. ასევე, ინდივიდუალურად - ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი, რომელთა პარტიები არჩევნებისას "ქართული ოცნების" სასარგებლოდ იმუშავებენ", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "ჩვენ უკვე ერთი გუნდი ვართ!" / ვინ გაწევრდა ივანიშვილის კოალიციაში?

"კოალიციის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა თქვა: "ჯერ კიდევ მაშინ, როცა "ეროვნული ფორუმი" არ იყო კოალიციის წევრი, განვაცხადე, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. კახა შარტავამ მოვლენები დააჩქარა და ერთობლივი, გუნდური მუშაობის მასტერკლასი გვიჩვენა. ყველას შევახსენებ, რომ უკვე ერთი გუნდი ვართ და ოპონენტები ამაოდ დაშვრებიან ჩვენს რიგებში განხეთქილების შესატანად. ჟურნალისტებს ვთხოვ: ნუ შეეცდებით, ერთნი შეაქოთ, მეორეს თავს დაესხათ. ცხადია, მხედველობაში არ მაქვს კრიტიკა, ნებისმიერი კრიტიკისთვის მზად ვართ... რა გვაერთიანებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლებს? მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარია, ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში რეალურად უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის აზრით, ეს არის "არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის", - აღნიშნავს გამოცემა. 

"საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოდ დამკვიდრებისთვის აუცილებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის. სწორედ ამ გამარჯვების მისაღწევად, უზრუნველსაყოფად შეიქმნა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება". კოალიცია აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს. არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენის გზით მოსული "ქართული ოცნება" დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას", - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, "როცა დადგება აპრილი, ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი დაიჯერებენ, რომ სააკაშვილმა ვერ შეაჩერა გაზაფხულის მოსვლა, კოალიცია საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან მივა, ოქტომბრამდე მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შეკრავს და არჩევნებში გაიმარჯვებს", - დასძენს გამოცემა.

"შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც კარგად ესმის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და მისი გადაჭრის გზაც იცის. მილიონობით ქართველმა დატოვა საქართველო იმის გამო, რომ არა აქვს სამუშაო, მხოლოდ წელს მათ სამშობლოში მილიარდ ლარზე მეტი გადმორიცხეს... და თუ ამ ადამიანებს აქ შევუქმნით სამუშაო ადგილებს, ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება, ფეხზე დადგება. ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები რეგიონებში. ამ ხელისუფლების მიერ 7 წლის განმავლობაში იგნორირებული სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის ღერძად უნდა იქცეს, ჩვენმა პროდუქციამ კი ძველი ბაზრები დაიბრუნოს... უნდა გათავისუფლდეს ბიზნესი, ჩვენ დავანგრევთ იმ მონოპოლიებს, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ჩამოყალიბდა და რომელსაც მართავს სააკაშვილი თავისი უახლოესი გარემოცვის მეშვეობით", - აღნიშნა პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, ირაკლი ალასანიამ. იგი მიიჩნევს, რომ კოალიციამ უნდა შექმნას სამართლიანი გარემო, სამართლიანი სახელმწიფო, რომ "ქართული ოცნება" ყველა ქართველმა აიხდინოს", - წერს სტატიის ავტორი.

"ჩვენ მიერ დაწყებულ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე მივიყვანთ. სიმბოლურია, რომ დღეს 21 თებერვალია. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ეს იყო პირველი გაცხადებული ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოზე. ეს ოცნება გაცხადდა იმ პირობებში, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, ოკუპირებული იყო, კოჯორთან ბრძოლა მიმდინარეობდა. სწორედ იმჟამინდელმა, ხალხის ნებით არჩეულმა მრავალპარტიულმა ორგანომ შეძლო ერთიანი ქართული ოცნების გაცხადება. ამდენი წლის შემდეგ, ჩვენ წინაპრების ოცნებას ვეხმიანებით, ისევ ძლიერ, სამართლიან სახელმწიფოზე ვოცნებობთ... საქართველოში უნდა დამკვიდრდეს დემოკრატია, სხვაგვარად ჩვენ გვეყოლება ძლიერი ხელისუფლება და სუსტი, დაბეჩავებული მოქალაქეები", - მიიჩნევს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომლის თქმითაც, "დროა, ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ წავა ხელისუფლებიდან", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"უმჯობესია, თუ ჩვენს ნაცვლად ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები ილაპარაკებს. უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს როლისა და ფუნქციისადმი. სათანადოდ დასაქმებული მოქალაქე მხოლოდ სწორად გამართულ, აწყობილ სახელმწიფოში შეიძლება იყოს. საქართველოს უნდა ჰქონდეს ღირსეული საერთაშორისო როლი და ფუნქცია, რაც მისი მთლიანობის, პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის გარანტი იქნება... ევროატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი არ არის მხოლოდ ორგანიზაციები, რომელთა წევრობისკენ მხოლოდ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად უნდა ვისწრაფვოთ, ეს არის მასშტაბური სივრცეები, რომელთა ათვისებისას უნდა მოძებნოს საქართველომ თავისი ნიშა. ამასთანავე, ქვეყანა არ უნდა იქცეს გეოპოლიტიკურ საკუჭნაოდ, რომელიმე ზესახელმწიფოს დანამატად", - განაცხადა "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახა შარტავამ, რომლის აზრით, "საქართველო უნდა იყოს არა საჯილდაო ქვა, არამედ მრგვალი მაგიდა საერთაშორისო პრობლემების მოსაგვარებლად და ქვეყანა ერთი კაცის, ერთი პარტიის ოცნებების ასრულების არენად კი არა, საზოგადოდ, ქართული ოცნების ასპარეზად უნდა იქცეს", - დასძენს სტატიის ავტორი.

"ჩვენი კოალიციისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილია. ის სერიოზული მოწინააღმდეგეა, რომელმაც იცის, რომ კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, მისი პოლიტიკური მომავალი დასამარდება და ყველა უკადრისი მეთოდით იბრძოლებს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დასარჩენად. მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები, რასაც ოქტომბერში ყველა კარგად დაინახავს", - დარწმუნებულია კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური. "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე კი ამბობს, რომ ეს კოალიცია არის მსოფლმხედველობრივი თანხმობა და ერთნაირი შეხედულებები ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე... "კოალიციას შეუერთდება გუგული მაღრაძე, სალომე ზურაბიშვილთან კი ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის", აცხადაბე გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მაია ფანჯიკიძე და შეკითხვას "აპრილში რეგიონებში გასვლას და მიტინგების გამართვას აპირებთ?" - პასუხობს:

"გააქტიურება ნიშნავს შეხვედრას მოსახლეობასთან, რასაც ჩვენი კოალიციის წევრი პარტიები დღესაც აკეთებენ და ეს შეხვედრები დღეიდან უფრო გახშირდება. ეს არ იქნება მიტინგები და დემონსტრაციები". 

რა ულტიმატუმი წაუყენეს ჭორვილას სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე...

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, პირველი დარტყმა მსისი მშობლიური რაიონის პედაგოგებმა მიიღეს. მასწავლებლების ნაწილი სკოლებიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს, თუმცა ყველამ იცის, რომ ამის რეალური მიზეზი ივანიშვილის მხარდაჭერა იყო. ამ პროცესს "შეეწირა" საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე თემურ კაპანაძეც, რომელსაც "ვერსია" დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით რა ულტიმატუმი წაუყენეს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე და რატომ იყენებს "დუმილის უფლებას" სკოლის დირექტორი.

"ჭორვილას საჯარო სკოლა ბიძინა ივანიშვილმა ევროპული სტანდარტებით გააკეთა. ასევეა მოწყობილი დიდი საკალათბურთო დარბაზი და საცურაო აუზი. სკოლაში 370 მოსწავლე სწავლობს. ყველა ბავშვს წიგნებსა და რვეულებს უფასოდ ურიგებს. დღეში ერთხელ სადილი უფასოა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. სკოლას 2 ავტობუსი უფასოდ ემსახურება. პედაგოგებსაც და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც ხელფასზე დანამატი 300-500 ლარი გვქონდა. ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა რომ ჩამოართვეს, სკოლაში განცხადება გავაკეთეთ. მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვების ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი. რესურს-ცენტრის უფროსმა დამიბარა და მითხრა, პოლიტიკური განცხადებებისა და ინიციატივებისგან თავი შევიკავოთო. თუმცა მეც და ბევრ საჩხერელს ბიძინა ივანიშვილისგან ბევრი სიკეთე გვახსოვს,. დაუნახავი და უმადური უნდა ვყოფილიყავი, თავი სილაში ჩამერგო და ხმა არ ამომეღო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ კაპანაძე. 

"მოქალაქეობის აღდგენას 30-მა პედაგოგმა დავუჭირეთ მხარი. ერთი თვის შემდეგ დირექტორმა, ნოდარ გოგოტიშვილმა მიტხრა, სკოლაში ბრძამებაა მოსული, 6 მასწავლებელი უნდა გათავისუფლდესო. მეორე დღეს რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა შემომითვალა, თუ შენ წახვალ, მაშინ დანარჩენ 5 მასწავლებელს არარ გავუშვებო. წავალ, მაგრამ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება არ დავწერ მეთქი. არ ვიცი ასეთი ულტიმატუმი რატიმ წამომიყენეს, მაგრამ მე წამოვედი, პირობა კი მაინც არ შეასრულეს. მეორე დღეს 3 პედაგოგი კიდევ გაუშვეს, დანარჩენ 2-ს იმიტომ ვერ შეეხნენ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები არიან. მიზეზად მიწერია შრომის კოდექსის 37-ე მუხლი - შრომითი ხელშეკრულების მოშლა. თანაც ზამთრის არდადეგების პერიოდში დაგვითხოვეს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მას შემდეგ რაც წერილი ხელმოწერებით "ქართულ ოცნებაში" გავაგზავნეთ, ჭორვილას სკოლის დირექტორს შევვდი და მითხრა - "ზემოდან" მეუბნებიან, უნდა წავიდესო. დირექტორმა მითრა, ხომ იცი, რატომაც მიდიხარო - პირდაპირ არ მეიბნება, მაგრამ ვიცი, რომ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა. დირექტორი ნაცმოძრაობის მხარდამჭერია - საჩხერეში ვინ ვინ არის, ყველამ ვიცით", - დასძენს თემურ კაპანაძე და შეკითხვას - ხომ არ დაუკავშირდით განათლების სამისტროს ან სასამართლოს ხომ არ მიმართეთ?" - პასუხობს:

"არა, ამას აზრი აქ აქვს, არ ღირს. პარლამენტის წევრებიც კი არიან ჩარეული - მიხეილ მაჭავარიანი ჩემი ახლობელია და შემომითვალა: ფრთხილად იყავი, სამსახურიდან არ გაგიშვანო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა რომ ჩამოართვეს, პედაგოგები ისე იყვნენ აღელვებულნი, რიმ მათი შეჩერება და ჩუმად ჯდომა შეუძლებელი იყო"

"ვერსია" შეეცადა ჭორვილას სკოლის დირექტორს ნოდარ გოგატიშვილსაც დაკავშირებოდა და გაერკვია, 4 პედაგოგის სკოლიდან დათხოვნის რეალური მიზეზი, თუმცა დირექტორმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "4 პედაგოგის გათავისუფლების გადაწყვეტილება მე მივიღე და უფლება მაქვს, ამაზე კომენტარი არ გავაკეთო"! უკანასკნელ წუთს მიღებული ინფორმაციის თანახმად. გათავისუფლებული პედაგოგები დირქტორს სასამართლოში უჩივიან", - აღნიშნავს გამოცემა.

ავტორი: IPN
რელევანტური სიახლეები:
ბეჭდვა რეიტინგი: 23
კომენტარების ჩვენება/დამალვა (0)
 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
პოპულარული
პრეზიდენტი ობამა დიდი რვიანის ლიდერებს ხვდება
პრეზიდენტი ობამა დიდი რვიანის ლიდერებს ხვდება
პუტინისადმი გაგზავნის წერილში პროკურატურამ ექსტრემიზმის ნიშნები დააფიქსირა
პუტინისადმი გაგზავნის წერილში პროკურატურამ ექსტრემიზმის ნიშნები დააფიქსირა
საქართველოში პატიმართა რაოდენობა ერთ სულზე გათვლით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია
საქართველოში პატიმართა რაოდენობა ერთ სულზე გათვლით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ჯიოევა სამხრეთ ოსეთში ახალ ოპოზიციურ პარტიას ჩაუდგა სათავეში
ჯიოევა სამხრეთ ოსეთში ახალ ოპოზიციურ პარტიას ჩაუდგა სათავეში
კომენტარები
ივანიშვილი - ბერეზოვსკი და სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის ქონებას ინაწილებენ
ივანიშვილი - ბერეზოვსკი და სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის ქონებას ინაწილებენ
ფინანსთა მინისტრი: ახალი პარლამენტის მშენებლობაზე 133.7 მილიონი ლარი დაიხარჯა
ფინანსთა მინისტრი: ახალი პარლამენტის მშენებლობაზე 133.7 მილიონი ლარი დაიხარჯა
საქართველო ნატოს სამიტზე ქვეყნის პრეზიდენტის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
საქართველო ნატოს სამიტზე ქვეყნის პრეზიდენტის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
მიხეილ სააკაშვილი: გვინდა ყველა ტურისტმა იცოდეს, რომ საქართველოს აქვს ღვინო
მიხეილ სააკაშვილი: გვინდა ყველა ტურისტმა იცოდეს, რომ საქართველოს აქვს ღვინო
ირაკლი ალასანია: საჯარო მოხელეების მიერ დადებული და შემდეგ აღებული ბომბები ვერავის შეაშინებს
ირაკლი ალასანია: საჯარო მოხელეების მიერ დადებული და შემდეგ აღებული ბომბები ვერავის შეაშინებს
Copyright © 2012 Georgian Peoples Assembly Created By: Pro-Service